10 ოქტომბერი, პარასკევი
09.00 – 10.00 კონფერენციის მონაწილეთა რეგისტრაცია
10.00 – 10.30 კონფერენციის გახსნა
10.30 – 11.30 I სხდომა: პლენარული მოხსენება თინათინ მარგალიტაძე
11.30 – 12.00 შესვენება: ყავა, ჩაი, ხემსი
12.00 – 14.00 II სხდომა
14.00 – 15.00 შესვენება: მსუბუქი სადილი
15.00 – 16.00 III სხდომა: პლენარული მოხსენება ჯოვანი ტალარიკო
16.00 – 16.30 შესვენება: ყავა, ჩაი, ხემსი
16.30-18.30 IV სხდომა
18:30 – მიღება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით
11 ოქტომბერი, შაბათი
09.00 – 11.00 პარალელური სხდომები: V სხდომა (G 106), VI სხდომა (G 208)
11.00 – 12.00 VII სხდომა: პლენარული მოხსენება. რუტე კოსტა
12.00 – 13.00 შესვენება: მსუბუქი სადილი
13.00 – გამგზავრება კახეთში
15.00 – ჩასვლა წინანდალში. წინანდლის მამულის დათვალიერება. ღვინის
დეგუსტაცია წინანდალში
17.00 – გამგზავრება შატო მერეში
17.30 – ჩასვლა შატო მერეში. მასტერკლასები ქართული ტრადიციული კერძების
მომზადებაში
19.00 – გამგზავრება თბილისში
12 ოქტომბერი, კვირა
10.00 – 12.00 VIII სხდომა
12.00 – 12.30 შესვენება: ყავა, ჩაი, ხემსი
12.30 – 14.30 IX სხდომა
14.30 – 15.30 შესვენება: მსუბუქი სადილი
15.30 – 17.30 პარალელური სხდომები: X სხდომა (G 106), XI სხდომა (G 208)
17.30 – 18.00 კონფერენციის დახურვა
20.00 – კონფერენციის ბანკეტი
კულტურული პროგრამა
მოგზაურობა კახეთში: წინანდლის მამულის დათვალიერება, ღვინის დეგუსტაცია წინანდალში, ვიზიტი შატო მერეში, მასტერკლასები ხაჭაპურის, ხინკლისა და ჩურჩხელის მომზადებაში – 50 €
კონფერენციის ბანკეტი ქართულ რესტორანში ტრადიციული ქართული სამზარეულოთი.
ცხადდება თეზისების მიღება კონფერენციისათვის შემდეგ თემებზე:
- ლექსიკოგრაფია და ენობრივი ტექნოლოგიები
- ლექსიკოგრაფია და კორპუსის ენათმეცნიერება
- ლექსიკოგრაფია დარგობრივი ენებისათვის, ტერმინოლოგია და ტერმინოგრაფია
- ლექსიკოგრაფია და ნეოლოგია
- ლექსიკოგრაფია ნაკლებად გავრცელებული ენებისათვის
- ლექსიკოგრაფიასთან დაკავშირებული ლექსიკოლოგიური საკითხები
- თარგმნითი ლექსიკოგრაფია
- ლექსიკონთა აგების პრინციპები
- ლექსიკონის მომხმარებელთა კვლევა
- ლექსიკოგრაფიული პროექტების პრეზენტაცია.
ზემოთ ჩამოთვლილი თემები არ ზღუდავს მკვლევარს წარმოადგინოს მოხსენება თანამედროვე ლექსიკოგრაფიისათვის აქტუალურ სხვა საკითხებზე.
მოხსენებების ტიპები
კონფერენციისათვის შეიძლება თეზისების წარმოდგენა
- სრული მოხსენებისათვის
- პოსტერისათვის.
თეზისების გაფორმების წესები:
ფონტი: სილფაინი, ზომა 12
მანძილი სტრიქონებს შორის: 1.5
სიტყვების რაოდენობა: მინიმუმ 500 სიტყვა
კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური. ქართულ თეზისს უნდა ახლდეს ინგლისური თარგმანი.
თეზისებს ანონიმურად განიხილავს სამეცნიერო საბჭოს 2 წევრი.
თეზისების წარმოდგენის ბოლო ვადაა 31 მარტი, 2025 წელი.
კონფერენციის კრებული გამოქვეყნდება როგორც ელექტრონულად, ისე წიგნის სახით.
მნიშვნელოვანი თარიღები:
31 მარტი – თეზისების გამოგზავნის ბოლო ვადა
30 მაისი – შეტყობინების გაგზავნა მონაწილეებისათვის თეზისების მიღების ან უარყოფის შესახებ
30 ივლისი – შესწორებული თეზისების გამოგზავნის ბოლო ვადა.