ცხადდება თეზისების მიღება კონფერენციისათვის შემდეგ თემებზე:

 

  1. ლექსიკოგრაფია და ენობრივი ტექნოლოგიები
  2. ლექსიკოგრაფია და კორპუსის ენათმეცნიერება
  3.  ლექსიკოგრაფია დარგობრივი ენებისათვის, ტერმინოლოგია და ტერმინოგრაფია
  4. ლექსიკოგრაფია და ნეოლოგია
  5. ლექსიკოგრაფია ნაკლებად გავრცელებული ენებისათვის
  6. ლექსიკოგრაფიასთან დაკავშირებული ლექსიკოლოგიური საკითხები
  7. თარგმნითი ლექსიკოგრაფია
  8. ლექსიკონთა აგების პრინციპები
  9. ლექსიკონის მომხმარებელთა კვლევა
  10. ლექსიკოგრაფიული პროექტების პრეზენტაცია.

 

ზემოთ ჩამოთვლილი თემები არ ზღუდავს მკვლევარს წარმოადგინოს მოხსენება თანამედროვე ლექსიკოგრაფიისათვის აქტუალურ სხვა საკითხებზე. 

 

მოხსენებების ტიპები

კონფერენციისათვის შეიძლება თეზისების წარმოდგენა

 

თეზისების გაფორმების წესები:

ფონტი: სილფაინი, ზომა 12
მანძილი სტრიქონებს შორის: 1.5
სიტყვების რაოდენობა: მინიმუმ 500 სიტყვა

კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური. ქართულ თეზისს უნდა ახლდეს ინგლისური თარგმანი.

თეზისებს ანონიმურად განიხილავს სამეცნიერო საბჭოს 2 წევრი. 

თეზისების წარმოდგენის ბოლო ვადაა 15 მარტი, 2025 წელი.

კონფერენციის კრებული გამოქვეყნდება როგორც ელექტრონულად, ისე წიგნის სახით.

 

მნიშვნელოვანი თარიღები:

15 მარტი – თეზისების გამოგზავნის ბოლო ვადა

30 მაისი – შეტყობინების გაგზავნა მონაწილეებისათვის თეზისების მიღების ან უარყოფის შესახებ

30 ივლისი – შესწორებული თეზისების გამოგზავნის ბოლო ვადა.