ცხადდება თეზისების მიღება კონფერენციისათვის შემდეგ თემებზე:

  1. ლექსიკოგრაფია და ენობრივი ტექნოლოგიები
  2. ლექსიკოგრაფია და კორპუსის ენათმეცნიერება
  3.  ლექსიკოგრაფია დარგობრივი ენებისათვის, ტერმინოლოგია და ტერმინოგრაფია
  1. ლექსიკოგრაფიასთან დაკავშირებული ლექსიკოლოგიური საკითხები
  2. თარგმნითი ლექსიკოგრაფია
  3. ლექსიკონთა აგების პრინციპები
  4. ლექსიკონის მომხმარებელთა კვლევა
  5. ლექსიკონის გამოყენების სწავლების საკითხები.

ზემოთ ჩამოთვლილი თემები არ ზღუდავს მკვლევარს წარმოადგინოს მოხსენება თანამედროვე ლექსიკოგრაფიისათვის აქტუალურ სხვა საკითხებზე. 

მოხსენებების ტიპები

კონფერენციისათვის შეიძლება თეზისების წარმოდგენა

  • სრული მოხსენებისათვის
  • პოსტერისათვის. 

თეზისების გაფორმების წესები:

ფონტი: სილფაინი, ზომა 12
მანძილი სტრიქონებს შორის: 1.5
სიტყვების რაოდენობა: მინიმუმ 500 სიტყვა

კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური. ქართულ თეზისს უნდა ახლდეს ინგლისური თარგმანი.

თეზისებს ანონიმურად განიხილავს სამეცნიერო საბჭოს 2 წევრი. 

თეზისების წარმოდგენის ბოლო ვადაა 15 ივნისი, 2023 წელი

კონფერენციაში მონაწილეობისთვის შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ აქ

 გთხოვთ თქვენი მოხსენების თეზისი ვორდის ფაილისა და პედეეფ-ფაილის სახით ატვირთოთ აქ.